ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში პაველ არძიმბა და დმიტრი ხაგბა ავტომობილში ჩაცხრილეს

13 დეკემბერი, 2017 • 5525
აფხაზეთში პაველ არძიმბა და დმიტრი ხაგბა ავტომობილში ჩაცხრილეს

“ეხო კავკაზას” ცნობით, აფხაზეთში დაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც პაველ არძიმბა და დმიტრი ხაგბა იმყოფებოდნენ. “ეხო კავკაზა” იუწყება, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. შემთხვევა 18:30 საათზე მოხდა.

პაველ არძიმბა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ამ მცდელოის დროს, 2012 წლის 22 თებერვალს, თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა დაიღუპა მისი დაცვის ორი წევრი – თენგიზ პანდარია და რამზიკ ცუგბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი