ახალი ამბები

“არა ბიძინას სამართალს” – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია სასამართლოსთან

13 დეკემბერი, 2017 • 2310
“არა ბიძინას სამართალს” – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს აპროტესტებენ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს მიხეილ სააკაშვილის საქმეს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის სასჯელების განახევრების ეპიზოდზე. დღეს დაცვის მხარე საქმეზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

“იმედს ვიტოვებ, საქართველოში დარჩნენ მოსამართლეები, რომლებიც არ იღებენ პოლიტიკურ დაკვეთას და არ არიან ანგაჟირებული პოლიტიკურად,”- განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

აქციის მონაწილეები პოლიტიკურ მოტივაციებზე აკეთებენ აქცენტს: “ამ სასამართლო პროცესს სამართალთან საერთო არაფერი აქვს… ეს არის ივანიშვილისა და პოროშენკოს რეჟიმებს შორის შეთანხმებული მოქმედება. დღევანდელი აქცია სწორედ ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში ამზადებს,”- განაცხადა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა.

გირგვლიანის საქმის გარდა აქციის მონაწილეები შეეხნენ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა საქმეებსაც, მათ შორის, ე.წ. “პიჯაკების საქმეს “.

მასალების გადაბეჭდვის წესი