ახალი ამბები

აკრძალავენ თუ არა შაურმას ევროკავშირში?

13 დეკემბერი, 2017 • 2970
აკრძალავენ თუ არა შაურმას ევროკავშირში?

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა შაურმის აკრძალვა გამოიწვიოს. რა ხდება სინამდვილეში და რატომ?

დისკუსია ევროპარლამენტში, რომელიც შემდეგ უკვე მედიასა და საზოგადოებაში გავრცელდა, დაკავშირებულია ხორცში ფოსფატის დანამატების საკითხის რეგულირებასთან. ფოსფატის დანამატს შაურმის მწარმოებლები იმისათვის იყენებენ, რომ გაყინულმა ხორცმა მიმზიდველობა და სურნელი არ დაკარგოს.

ტექნიკურად, ფოსფატის დანამატები ამჟამადაც აკრძალულია ევროპაში (BBC), თუმცა მათ ფართოდ გამოიყენებენ გაყინულ ხორცში (რითიც შაურმას ამზადებენ). შესაბამისად, ევროკავშირის ეს კანონი აღსრულებული არ არის. გარდიანის ინფორმაციით კი, მართალია, ამჟამად ხორცპროდუქტების მომზადების პროცესში ფოსფატის გამოყენება კანონით აკრძალულია, თუმცა ამ კანონს აქვს გამონაკლისები და ის არაფერს ამბობს, იკრძალება თუ არა მისი უშუალოდ გაყინულ ხორცში გამოყენება.

ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ ევროპარლამენტს მიმართა საკანონმდბელო წინადადებით, რომლის მეშვეობითაც ფოსფატის, ფოსფორის მჟავისა და პოლიფოსფატების გამოეყნება და რეგულირება ქაბაბის ხორცში დაშვებული იქნებოდა, თუმცა ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ეს ინიციატივა არ გაიზაირა და დისკუსიაც ამის შემდეგ დაიწყო.

“გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საკნონმდებლო წინადადებას კენჭს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან და თუ ის იქაც ჩავარდება, დონერის (იგივე შაურმა) მომავალი გაურკვევლობაში აღმოჩნდება”, – წერს გარდიანი.

ზემოხსენებულ საკანონმდბელო წინადადებას მხარს არ უჭერენ ევროპარლამენტის სოციალისტი დეპუტატები და მწვანეები. მათი არგუმენტების ამოსავალი წერტილი, როგორც თვითონ ამბობენ, ჯანდავცის ეფექტია. BBC და გარდიანი წერენ, რომ სამეცნიერო თვალსაზრისით არსებობს გარკვეული კავშირი საკვებში ფოსფატის მომხარებასა და გულსისძარღვთა დაავადებების რისკებს შორის, თუმცა ეს მტკიცებულება სადავოა (გარდიანი).

BBC-ის ინფორმაციით კი, ევროპული სურსათის უვნებლობის მაკონტროლებელი უწყება ამ საკითხზე სამეცნიერო კვლევას გამოაქვეყნებს მომდევნო წლის განმავლობაში.

ევროპაში შაურმის მწარმოებლების ინფორმაციით, ფოსფატის დანამატის გაყინულ ხორცში აკრძალვა ამ ინდუსტრიას ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს:

“ეს იქნებოდა სიკვდილით დასჯის ტოლფასი მთელი ინდუსტრიისთვის ევროკავშირში”, – ამბობს კენან კოიუნჩუ, გერმანიაში შაურმის მწარმოებლების ასოციაციის წარმომადგენელი.

გარდიანის ინფორმაციით, შაურმის ინდუსტრიას ევროპის მასშტაბით 200 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი