ახალი ამბები

ჯანი ბუკიკიო კიდევ ერთხელ აირჩიეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტად

13 დეკემბერი, 2017 • 1302
ჯანი ბუკიკიო კიდევ ერთხელ აირჩიეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტად

8-9 დეკემბერს გამართულ პლენარულ სესიაზე ვენეციის კომისიის თავმჯდომარედ ორი წლის ვადით ჯანი ბუკიკიო კიდევ ერთხელ აირჩიეს.

ჯანი ბუკიკიოსთვის ეს იქნება ვენეციის კომისიის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა. იგი ამ თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს. ვენეციის კომისიამ ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე კი  ჰერდის თორგეირსდოტირი აირჩია.

ვენეციის კომისია 1990 წელს დაფუძნდა. კომისია არის ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტატციო ორგანო კონსტიტუციურ საკითხებში და ის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება.

კომისიის წევრი ქვეყნები მოიცავენ ევროკომისიის 47 წევრ ქვეყანას და 14 სხვა ქვეყანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი