ახალი ამბები

კალაძე: მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედო-მოიხედოს და მიითვისოს მიწა

13 დეკემბერი, 2017 • 2719
კალაძე: მიუღებელია, ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედო-მოიხედოს და მიითვისოს მიწა

ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედო-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა, – ეს განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაავალა, კონკრეტულ პირებს მისცენ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ უკანონოდ დაწყებული მშენებლობების დემონტაჟი თავად განახორციელონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კახა კალაძის თქმით, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მტკვარზე გარკვეული, გაუგებარი მშენებლობები ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანი თემაა: ეს არის მტკვარზე დაფიქსირებული უკანონო მშენებლობები. თქვენც თუ დააკვირდებით, თუ გახვალთ, მართლაც ძალიან ცუდია ის, რაც ხდება. ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს გარკვეული გაუგებარი მშენებლობები. მე ვიცი, რომ ზედამხედველობის სამსახური იყო ერთ კონკრეტულ ობიექტზე მისული, როემლიც უნებართვოდ ახორციელებს მშენებლობა. მიეცით გარკვეული ვადები, დრო, რომ თვითონვე განახორციელონ ეს უსახური შენობა-ნაგებობა, თუ არადა იმოქმედეთ კანონის ფარგლებში.

ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანი ჩამოვიდეს რეგიონიდან, მიიხედო-მოიხედოს და მიითვისოს კონკრეტული მიწა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება და სწორი განვითარება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, ამ უკანონო მშენებლობების მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება მიმართული,” – განაცხადა კახა კალაძემ დღევვანდელ მთავრობის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი