თბილისში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე  “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა 12 დეკემბრის საღამოს მოხდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ერთი პირი.

უწყების ცნობით, ბრალდებული ფილიალში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს  5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი და 7425 ლარი გასტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სსკ-ს 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან