ლარი დოლართან 4 თეთრით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა  აშშ დოლართან 4 თეთრით გამყარდა, ევროს მიმართ კი ლარი 5 თეთრით გამყარდა. ხვალ ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღიღებულება 2.62 ლარი იქნება. ერთი ევროს ღირებულებამ კი 3.09 ლარი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.