ახალი ამბები

VOA: საქართველოში გაყიდულ საბავშვო რძეში შესაძლოა სალმონელა იყოს

12 დეკემბერი, 2017 • 3340
VOA: საქართველოში გაყიდულ საბავშვო რძეში შესაძლოა სალმონელა იყოს

“ამერიკის ხმის” (VOA) ცნობით, შესაძლოა, საქართველოშიც იყოს გაყიდული საბავშვო რძე, რომელიც სალმონელას ბაქტერიით ინფიცირებული აღმოჩნდა, რის გამოც საფრანგეთმა ვაჭრობიდან ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი ამ პროდუქციის ამოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა.

საუბარია ფრანგულ კომპანია ლაქტაილის (Lactail) მიერ წარმოებულ რძესა და რძის პროდუქტებზე.

VOA-ს ცნობით, განკარგულება საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა გასცა – ვაჭრობიდან სასწრაფოდ უნდა იქნას ამოღებულ პროდუქცია, რომელიც 2017 წლის თებერვლის შემდეგ არის წარმოებული. კომპანია ექსპორტს აგზავნის აფრიკის, აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

უცხოური მედიასაშაულებები იუწყებიან, რომ საფრანგეთის სანიტარული უწყებების ცნობით, დეკემბრის დასაწყისში 26 ჩვილი გახდა ავად და გამოვლინდა, რომ დაავადების წყარო იყო ლაქტალის ფირმის საკვების მიღების შედეგად სალმონელას ინფექცია.

“საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“ შესაძლო არსებობის შესახებ”, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

შესაბამისად, მათივე ცნობით, სააგენტო ატარებს მოკვლევას, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი.

სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ნორმალურ პირობებში სალმონელას ბაქტერია ძირითადად ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ძირითადად ინფიცირდებიან დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით. ვრცლად ამ ინფექციის შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი