აზერბაიჯანში მამაკაცმა ოჯახის ხუთი წევრი ქალის მკვლელობა აღიარა

აზერბაიჯანში საიდუმლო მკვლელობის შესახებ ტელეშოუს შემდეგ შეიტყვეს.

რამდენიმე დღეა აზერბაიჯანის მოქალაქეები განიხილავენ მამაკაცის მიერ ცოლისა და ოთხი ქალიშვილის მკვლელობის ამბავს. “ქალების გენოციდი”, – ასე უწოდეს აზერბაიჯანში 2014 წელს მომხდარ ფაქტს, რომლსაც მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოეფინა ნათელი.

აზერბაიჯანის რაიონში, სალიანში მეჰრაფ ალიევა და მისი ოთხი ქალიშვილი 2014 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.

რამდენიმე წლის განმავლობაში ოჯახის ახლობლები და მეზობლები ვარაუდობდნენ, რომ ქალმა ვეღარ გაოუძლო ქმარს, რომელიც სვამს და სცემს მას, და შვილებთან ერთად თურქეთში გაემგზავრა.

ქალების მკვლელობის ფაქტი სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა მეჰრაფ ალიევას და, რომელიც აზერბაიჯანის ერთ-ერთ ტელეშოუში “გეძებ” მივიდა და უგზო -უკვლოდ დაკარგული დისა და დისშვილების შესახებ ისაუბრა. გადაცემის დასრულების შემდეგ შოუს წამყვან ჰოშკადემ ბაჰშალიევას ფაგან ალიევმა, დაკარგული ქალის შვილმა [ბიჭი] დაურეკა და უთხრა, რომ მისი დედა და დები აზერბაიჯანში არიან – “ის ყვიროდა და ამბობდა, რომ მისი დედა და დები თურქეთში არ გამგზავრებულან”.

როგორც წამყვანი ამბობს, დაკარგული ქალის შვილის სატელფონო საუბარი საეჭვოდ მოეჩვენა და პოლიციაში დარეკა. პოლიციამ დაადგინა, რომ მსგავსი სახელებითა და გვარით ადამიანები ქვეყნიდან არასდროს გასულან.

გადაცემის შემდეგ, დაკარგული ქალის ქმარმა ფარჰად ალიევმა პოლიციას მიმართა და განუცხადა, რომ შვილთან ერთად მოკლა ცოლი და ოთხი ქალიშვილი, მათი ცხედრები კი სახლის სარდაფში დამარხა. დანაშაულის აღიარება  მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გადაცემაში გაისმა მოსაზრება, რომ ისინი შესაძლოა სამუშაოდ თურქეთში წასულიყვნენ.

საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. სარდაფში ნაპოვნი ხუთი ცხედარი კი ექსპერტიზას გადაეცა.

ქალების მკვლელობამ ქვეყანაში კვლავ დისკუსია გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა, მათ შორის ქვეყანაში ცნობილმა ადამიანებმა ტელეშოუში კაცის გამართლებაც სცადეს და ქალები იმ არგუმენტით დაადანაშაულეს, რომ კაცი “აქამდე მიიყვანეს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი