გორში გარდაცვლილი დედა–შვილი იპოვეს

დღეს, 11 დეკემბერს, გორში დაღუპული დედა–შვილი იპოვეს. შსს–ს ონფორმაციით, 2 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.

შსს–ს ცნობით, დაღუპულებს გარეგანული ძალადობის ნიშნები პირველადი დათვალიერებით არ აქვთ. ისინი სახლში იპოვეს გარდაცვლილი. სხვა დეტალების შესახებ გამოძიება მედიასთან არ საუბრობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com