ახალი ამბები

ნიუ იორკში აფეთქება მოხდა

11 დეკემბერი, 2017 • 1666
ნიუ იორკში აფეთქება მოხდა

ნიუ იორკში, მანჰეტენის ავტობუსის სადგურში აფეთქება მოხდა. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტობუსის ტერმინალიდან ევაკუაცია განხორციელდა. BBC, ABC News-ზე დაყრდნობით, წერს, რომ შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერება ტერმინალის ქვეშ იყო დამონტაჟებული.

სამართალდამცავების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაკავებული. CNN წერს, რომ დაკავებული დაშავებულია. ავტობუსის ტერმინალი, სადაც ინციდენტი მოხდა ,აშშ-ში უდიდეს ტერმინალად ითვლება, რომელიც წლიურად 65 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა CNN-ს უთხრა, რომ აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7:45-ზე ორჯერ გაიგო. თვითმხილველი ამბობს, რომ ქაოსის მიუხედავად,  დაშავებულები არ დაუნახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი