ახალი ამბები

პატიმრების ნაწილმა ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო – თეთრი ხმაური

10 დეკემბერი, 2017 • 2284
პატიმრების ნაწილმა ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო – თეთრი ხმაური

თეთრი ხმაურის მოძრაობის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებულების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. ისინი თეთრი ხმაურის მოთხოვნას უერთდებიან ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის.

რესპუბლიკის მოედანზე თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია იმართება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

აქციის მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკების ქონა არ იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა გარკვეული სანქციები და შეზღუდვები შენარჩუნებული იქნება, კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება სხვადასხვა სერვისი, რომელიც იმუშავებს წამალდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ინფორმაციით, მოშიმშილეების რაოდენობა დახლოებით 20-30 მსჯავრდებულია, რომლებიც რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი