მუზეუმი გამოძახებით – თანამედროვე ხელოვნება ჩემოდანში

თუ თანამედროვე ხელოვნება გაინტერესებთ, გამოფენაზე წასვლის ნაცვლად, შეგიძლიათ მუზეუმი სახლში გამოიძახოთ. ამ ფორმით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა მარიამ ნატროშვილს, ნატალია ვაწაძეს და დეთუ ჯინჭარაძეს ეკუთვნით.

როგორც მარიამ ნატროშვილი ამბობს, პროექტის ავტორები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, როგორ შეექმნათ მუზეუმი სახელმწიფოს ჩარევისა და ფინანსების გარეშე, საბოლოოდ კი ამ ფორმაზე შეჯერდნენ – პორტატული მუზეუმი ჩემოდანში მოათავსეს.

მუზეუმის კურატორები მასპინძლებს ნამუშევრებს მათი ფოტო და ვიდეოდოკუმენტაციის დახმარებით აცნობენ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში ამ დროისთვის 80-იანი წლებიდან დღემდე შექმნილი 30-მდე ნამუშევარია თავმოყრილი, თუმცა, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კოლექცია უახლოეს მომავალში გაიზრდება.

მუზეუმი გამოძახებით

👜 თუ თანამედროვე ხელოვნება გაინტერესებთ, გამოფენაზე წასვლის ნაცვლად, შეგიძლიათ მუზეუმი სახლში გამოიძახოთ.
💡 ამ ფორმით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა Mariam Natroshvili-ს, ნატალია ვაწაძეს და დეთუ ჯინჭარაძეს ეკუთვნით. ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე ➡http://netgazeti.ge/news/239607/

Posted by netgazeti.ge on Sunday, 10 December 2017

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.