ახალი ამბები

თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

9 დეკემბერი, 2017 • 3027
თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის” გადაეცა შვედურ ფილმს “ყორნები“.

საერთაშორისო ჟიურიმ სპეციალური აღნიშვნა მისცა ანა ურუშაძის ფილმს “საშიში დედა” და ფილმს “ხარაჩოები“.

[checklist]

  • “ოქროს პრომეთე” საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა შვედურ ფილმს “ყორნები“.
  • ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა ფილმს “არშიყი“.
  • ევროკავშირის პრიზი ადამიანის უფლებების კინოში ასახვისთვის გადაეცა მილად ალამის ფილმს “არშიყი“. აღნიშნული პრიზი პირველად გადასცეს კინოფესტივალის ისტორიაში.
  • ეროვნული კონკურსის ფარგლებში პრომეთე საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის  გადაეცა  ანა ურუშაძის მხატვრულ ფილმს “საშიში დედა“.
  • ეროვნული კონკურსის ფარგლებში პრომეთე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის გადაეცა რატი ონელის ფილმს “მზის ქალაქი“.
  • ეროვნული კონკურსის ფარგლებში პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის გადაცეს მარგო ზუბაშვილის ფილმს “ანა“, ხოლო სპეციალური აღნიშვნა მიიღო თორნიკე ბზიავას ფილმმა “თევზაობა“.

[/checklist]

კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია დღეს, 10 დეკემბერს გაიმართა. საერთაშორისო კონკურსის ფილმები შეაფასა ჟიურიმ ხუთი წევრის შემადგენლობით.

ჟიურის თავმჯდომარეა ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის წევრები წელს იყვნენ ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურის მუდმივ წევრებთან, გერმანელ კინომცოდნე ერიკა და ულრიხ გრეგორებთან ერთად  ბრიტანელმა კინოკრიტიკოსმა კარმენ გრეიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი