ახალი ამბები

10 დეკემბერს გამთენიისას რუსთაველი გადაიკეტება

9 დეკემბერი, 2017 • 2694
10 დეკემბერს გამთენიისას რუსთაველი გადაიკეტება

თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო განათების დამონტაჟების გამო თბილისში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხდება.

მერიის ცნობით, 10 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის
გამზირი გადაიკეტება.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი