ახალი ამბები

“წადი, წადი!”, “დაცვამ გაიყვანოს” – დაპირისპირება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე [ვიდეო]

9 დეკემბერი, 2017 • 3387
“წადი, წადი!”, “დაცვამ გაიყვანოს” – დაპირისპირება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე [ვიდეო]

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის სიტყვით გამოსვლას კენჭისყრაზე, სადაც ასოციაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრები უნდა აირჩიონ.

კენჭისყრაზე, რომელიც დღეს, 10:00 საათზე დაიწყო სპორტის სასახლეში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ვასილ ოსეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რეგლამენტით გათვალისწინებულ დროს გადააჭარბა, რის გამოც დარბაზში მყოფმა ადვოკატებმა პროტესტი გამოთქვეს.

ოსეფაშვილმა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გააკრიტიკა. ერთ-ერთი, ვინც ოსეფაშვილს წასვლისკენ მოუწოდებდა, თავად ზაზა ხატიაშვილი იყო, რომელმაც კანდიდატს რეგლამენტის დაცვა მოსთხოვა.

ვრცლად: არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში: კანდიდატების ბრალდებები კორუფციასა და კლანურობაზე

“წადი, წადი!”, “დაცვამ გაიყვანოს!” სკანდირებდნენ ადვოკატები, ვასილ ოსეფაშვილმა ტრიბუნა თავად დატოვა.

სპორტის სასახლეში კანდიდატების სიტყვით გამოსვლები დასრულდა, ახლა ისინი ხმის მიცემის პროცედურაზე გადავიდნენ.

არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს. ესენია:

  • დავით ასათიანი
  • ლევან ჯანაშია
  • დავით ლანჩავა,
  • იასონ ბესელია
  • გრიგოლ გაგნიძე
  • დავით ებრალიძე
  • ალექსი კობაიძე
  • ონისე მარგიანი
  • ვასილ ოსეფაშვილი
  • ელგუჯა ჩხაიძე
  • ირმა ჭკადუა
  • ვაჟა ჯაოშვილი

 

ასოციაციის ინფორმაციით, ადვოკატთა ასოციაციაში სულ 4970 ადვოკატია რეგისტრირებული. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 2324 ადვოკატმა გაიარა. გამარჯვებულის ვინაობა 22:15 საათზე გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი