ახალი ამბები

მაშველებმა ადიდებული რიონიდან 7 ადამიანი გამოიყვანეს

9 დეკემბერი, 2017 • 1649
მაშველებმა ადიდებული რიონიდან 7 ადამიანი გამოიყვანეს

შსს-ს ცნობით, მაშველებმა ადიდებული რიონიდან 7 ადამიანი ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში, მდინარე რიონის ადიდების შედეგად წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილი 7 პირი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. ვანის სამაშველო ჯგუფმა და იმერეთის ხანძრის ქრობისა და საავარიო სამაშველო სამუშაოების მართვის განყოფილების თანამშრომლებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით, წარმატებით განხორციელებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, განსაცდელში მყოფი შვიდივე პირი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი