ახალი ამბები

სასამართლომ “ნაციონალების” საჩივარი თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით წარმოებაში არ მიიღო

22 ივლისი, 2013 • • 1096
სასამართლომ “ნაციონალების” საჩივარი თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით წარმოებაში არ მიიღო

19 ივლისს ქალაქ თბილისის საკრებულოში შექმნილმა ინტერპარტიულმა უმრავლესობამ, რომელიც 25 დეპუტატს აერთიანებს, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, “ნაციონალური  მოძრაობის” წევრი მამუკა ახვლედიანი და თვითმმართველ ორგანოში მუდმივმოქმედი 13 კომისიის (სარევიზიო კომისია, იურიდიულ საკითხთა კომისია, ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისია, საქალაქო მეურნეობის კომისია, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია, ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისია, ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია,  სპორტის დვა ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, ადამიანის უფლებათა დაცვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისია, გარემოს დაცვის კომისია, განათლებისა და კულტურის კომისია, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, საერთაშორისო ურთიერთობების კომისია) თავმჯდომარეები თანამდებობიდან გადაირჩია.

 

“ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ 19 ივლისს გამართული რიგგარეშე სხდომა არალეგიტიმურია, რადგან მისი მოწვევა პროცედურული დარღვევების საფუძველზე მოხდა, ამიტომ მათ სხდომის შედეგების სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტეს.

 

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში განგვიცხადეს, მომჩივანს მიეცა გარკვეული ვადა ხარვეზის გასასწორებლად, რის შემდეგაც გადაწყდება, მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში აღნიშნულ საჩივარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი