ახალი ამბები

ვიდეო ▶ ვითარება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც სააკაშვილია დაკავებული

9 დეკემბერი, 2017 • 4212
ვიდეო ▶ ვითარება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც სააკაშვილია დაკავებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიევში კიდევ ერთხელ დააკავეს. ამჯერად სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წაყვანა მოახერხეს.

დავით საყვარელიძის განცხადებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სპეცრაზმმა იმ დროს დააკავა, როცა ის მეგობრის სახლში იმყოფებოდა სტუმრად.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად კი უკრაინის ოპოზიციური პარტიის “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღე კიევში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა. პარალელურად, უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს მასზე ძებნა ჰქონდათ გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ედავებიან პრორუსული ძალების მიერ, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – იანუკოვიჩის გარემოცვის მხრიდან დაფინანსების მიღებას მიტინგებისთვის, რომლის მიზანი იყო მთავრობის დამხობა. თავად სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ ფაბრიკაციას უწოდებს. 5 დეკემბერს უკრაინის ძალოვან უწყებებს მისი დაკავების საშუალება მხარდამჭერებმა არ მისცეს. მას შემდეგ სააკაშვილი ღამეებს ათევს კარვების ქალაქში, რომელიც კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზეა მოწყობილი.

ნეტგაზეთმა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ 7 დეკემბერს მის კარავში ჩაწერა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი