ახალი ამბები

რელიგია ერთმანეთისთვის თავში “ტაბურეტის” ჩარტყმის საშუალებად ვაქციეთ – მარგველაშვილი

8 დეკემბერი, 2017 • 2548
რელიგია ერთმანეთისთვის თავში “ტაბურეტის” ჩარტყმის საშუალებად ვაქციეთ – მარგველაშვილი

რელიგია, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებაა, გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ მოვახერხეთ და ვაქციეთ ერთმანეთისთვის თავში “ტაბურეტის” ჩარტყმის საშუალებად. ის ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად, მათი რიტორიკაც სავსეა აგრესიით, – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა 8 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს უკავშირდებოდა.

პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება ყველაზე მეტად აფასებს ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც თავის პოზიციას აგრესიულად გამოხატავს:

“როგორც ადამიანი, რომელიც დიდი ხანია საზოგადოებრივ სივრცეში ვტრიალებ, და როგორც პოლიტიკოსი, გეტყვით სამწუხარო რეალობას, რომ რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი, ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ ხოლმე საზოგადოებისთვის. მით უფრო მეტად მოსწონთ, რომ კი, უფრო, უფრო აგრესიული იყავი, უფრო შემტევი იყავი. ეს არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვტრიალებთ. ამ სივრცის ფარგლებში მერე, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი შვილი აგრესიის მსხვერპლი იქნება…”

საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია შეაჯამა და აღნიშნა, რომ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე დგას არა მხოლოდ ფემიციდის პრობლემა, არამედ სელექციური აბორტის, ადრეული ქორწინების და სწავლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პრობლემები. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დღე,ს სასახლეში გამართულ მიღებაზე გააკეთა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეულს მიეძღვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი