ანონსი – 8 დეკემბერი

წარმოგიდგენთ ხვალ, 8 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს :

 9:30 საათზე – ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება ღონისძიება თემაზე: „ბიზნესთამაშები, როგორც ინოვაციური გადაწყვეტა მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის”.

10:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა“. კონფერენციას გახსნიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში იუგეშვარ სანგვანი და საქართველოს ელჩი ინდოეთში არჩილ ძულიაშვილი.

 11:00 საათზე –  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის.
საკონტაქტო პირი: ტატა გამყრელიძე – 595 23 88 42
მისამართი: რუსთაველის გამზ. #29 (სასტუმრო „ბილტმორი“ შემოსასვლელი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან)

 11:00 საათზე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა პოლიციელებთან (ლექცია)

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, მისამართი: გმირი კურსანტების N4

12:00 საათზე, რუსთაველის თეატრის „სამეჯლისო დარბაზში“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წარადგენს კულტურის სტრატეგია 2025-ის განხორციელების პირველი წლის ანგარიშს – „შემოქმედებითი საქართველო – მდგრადი განვითარებისთვის“. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, კულტურისა და სახელოვნებო დარგის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 14:00 საათზე – შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო კილაძესთან.
თემა: „ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები“.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

 14:00 საათზე – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 16:30 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის „მე-ევროპელი“ ფარგლებში, საზოგადო მოღვაწისა და დიპლომატის გელა ჩარკვიანის საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციის თემაა: „ცხოვრება ორ პოლიტიკურ სისტემაში“.
მისამართი: შ.დადიანის 2/1
საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე 555101040

18:00 საათზე – მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე საჯარო შეხვედრას გამართავს, სადაც მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის შესახებ  ანგარიშს  წარუდგენსთბილისი, გლდანის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დარბაზი (მისამართი: სარაჯიშვილის №1გ)

 20:00 საათზე –   სასტუმრო „რედისონის“ ახალ საკონფერენციო სივრცეში „რესპუბლიკა“
გაიმართება „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ფინალური ღონისძიება.
ღონისძიებაზე გამოვლინდებიან პროექტის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.
მისამართი: ვარდების მოედანი #

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან