ახალი ამბები

შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მოქალაქეების პრობლემებს კვირაში ორჯერ მოისმენს – კალაძე

7 დეკემბერი, 2017 • 2128
შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მოქალაქეების პრობლემებს კვირაში ორჯერ მოისმენს – კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც თბილისის მერიაში მოქალაქეებს კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და პარასკევს მიიღებს.

“იმისთვის, რომ მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შევქმნათ სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვირაში ორჯერ მიიღებს მოქალაქეებს. შესაბამისად, მათი პრობლემების შესახებ მოისმენენ და რეაგირებას გავაკეთებთ ჩვენი სამსახურების კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში. ეს დღეები იქნება ხუთშაბათი და პარასკევი. ხუთშაბათს- 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს -13:00-დან 18:00 საათამდე. ჩვენი მიზანია დედაქალაქის მაცხოვრებლებთან მაქსიმალური კოორდინაცია,” – განაცხადა თბილისის მერმა.

მოქალაქეების მიმღები ჯგუფი თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსებით დაკომპლექტდა, მათ შორის: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური, ქონების მართვის სააგენტო და არქიტექტურის სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი