ახალი ამბები

GWP განმარტავს, რაში დასჭირდა თანამშრომლების ნარკოტესტირება

7 დეკემბერი, 2017 • 2033
GWP განმარტავს, რაში დასჭირდა თანამშრომლების ნარკოტესტირება

“ჯორჯიან უთერ ენდ ფაურის” განცხადებით, თანამშრომლების ნარკოტესტირება მათი და მათ გვერდით მომუშავეთა უსაფრთხოების დაცვისა და პრევენციის მიზნით ჩაატარეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ  რომ “ჯივიპი” არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი და თანამშრომელთა უმეტესობა ყოველდღიურად ასრულებს მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ სამუშოებს, მართავს მძიმე სპეცტექნიკას და მუშაობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სტრატეგიულ ობიექტებზე რისკის შემცველი სამუშაოს შესრულების დროს სახიფათოა თანამშრომლების მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება:

“გამოვლინდა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები ასრულებდნენ სწორედ ასეთი ტიპის ტექნიკურ სამუშოებს. მათი და მათ გვერდით მომუშავე თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის და პრევენციის მიზნით, კომპანიამ შეამოწმა მათი მდგომარეობა” –  ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის მიერ თანამშრომლების ნარკორესტირებაზე დაბარების შსახებ ინფორმაცია დღეს დილას, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტმა, დავით სუბელიანმა გაავრცელა. როგორც დავით სუბელიანი ფეისბუკში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, კომპანიის მხრიდან ასეთი ქმედება თანამშრომლების დაშინებას ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი