ახალი ამბები

კვირიკაშვილი წყალტუბოში მომხდარ მკვლელობაზე: მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას

7 დეკემბერი, 2017 • 1564
კვირიკაშვილი წყალტუბოში მომხდარ მკვლელობაზე: მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, სხდომის დაწყებამდე მან ისაუბრა თბილისში ორი მოზარდის მკვლელობაზე და არ აღუნიშნავს წყალტუბოს რაიონში 17 წლის არასრლუწლოვნის მკვლელობა.

“მინდა გავაკეთო განმარტება. მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვისაუბრე  თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე, რომელსაც 2 ახალგაზრდის სიცოხლე შეეწირა. პარალელურად არ ვახსენე  ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც ერთ პერიოდში მოხდა, და არ მინდა ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ მინდა გავაკეთო განმარტება- რა თქმა უნდა, ჩვენთვის საქართველოში, სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი ფაქტი, ეს არის ტრაგედია. სახელმწიფო ასეთ ტრაგედიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენს რეაგირებას,” – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი