ახალი ამბები

მთავრობამ საპატრიარქოს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი აჩუქა

7 დეკემბერი, 2017 • 1863
მთავრობამ საპატრიარქოს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი აჩუქა

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს უსასყიდლოდ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 1 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო.

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს აჩუქა სოფელ ფონიჭალაში მდებარე 1000 მ2–ის ფართობის არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს – ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში იმყოფებოდა. სოფელი ფონიჭალა თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს.

ანალოგიური გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 3 ნოემბერს გამართულ სხდომაზეც მიიღო. მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მარნეულში მდებარე 10 151 კვადრატული მეტრის ფართის არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

მთავრობის მეორე განკარგულებით კი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანში მდებარე 693 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი