ახალი ამბები

კვირიკაშვილი არასრულწლოვნების მკვლელობაზე: შედეგები აჩვენებს, რომ რაღაც გამოგვრჩა

7 დეკემბერი, 2017 • 1592
კვირიკაშვილი არასრულწლოვნების მკვლელობაზე: შედეგები აჩვენებს, რომ რაღაც გამოგვრჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს, რომლის შედეგადაც 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა და განაცხადა, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ ცხადყო არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოებრივ დონეზე გარკვეული ზომების მიღების აუცილებლობა.

„მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთხელ იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ ამით, მაგრამ მთავარი გავააანალიზოთ:  ის ფონი, რაც არის შექმნილი, საზოგადოების დამოკიდებულება, ბავშვებს შორის დაძებულობის ფონი, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები არ არის მხოლოდ რომელიმე უწყებიდან ან თუნდაც ხელისუფლებიდან მისაღები. ჩვენ გვჭირდება, რომ კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მოკლე პერიოდში მივიღოთ ზომები, რომლებიც პირველ რიგში თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს დ უფრო სიღრმისეულად შეგვახედებს, თუ რატომ ხდება ასეთი რაღაც ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ მსგავსი ტრაგედიის  პრევენციისთვის აუცილებელია ახალგაზრდებთან საუბარი, ხოლო განათლების სამინისტროსა და შსს-ს მიერ უმოკლეს დროში უნდა მოხდეს ქმედითუნარიანი გეგმის შემუშავება.

„კიდევ ერთხელ მინდა, პირველ რიგში, განათლების მინისტრს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გავააქტიუროთ საუბარი ჩვენს ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და, რა თქმა უნდა, სახელწმიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, მათ შორის, სამართალდამცავების კუთხით, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს.

უმოკლეს პერიოდში შსს-ს და განთლების სამინისტროს მინდა ვთხოვო, რომ  მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში  უკეთესი  პირობები მივიღოთ, მაგრამ ამავდროულად ბევრი არის გასაკეთებელი საკანონმდებლო დონეზე. მინდა ვთხოვო,  იუსტიციის მინისტრს, რომ  ჩაერთოს.  ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულის და ამ დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შედეგები, რომელიც გვაქვს დღეს, აჩვენებს, რომ რაღაც გამოგვრჩა”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი