პუტინი ადასტურებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ 2018 წელს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინი რუსეთს 2000 წლიდან მართავს ხან პრეზიდენტის და ხან პრემიერ-მინისტრის რანგში.

თუ ის 2018 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს მისი მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება და ძალაუფლებას 2024 წლამდე შეიანრჩუნებს.

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის კანდიდატად რეგისტრირების უფლებას არ აძლევენ იმის გამო, რომ ის სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია ქონების მითვისების საქმეში და ნასამართლეობის გარემოება ხელს უშლის. თავად ნავალნი ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

 საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს სატელევიზიო წამყვანი ქსენია სობჩაკი.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com