ახალი ამბები

ანონსი – 7 დეკემბერი

6 დეკემბერი, 2017 • 2008
ანონსი – 7 დეკემბერი

10:00 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.


10:30 – გერმანელი მზარეული შტეფან ობერმიულერი პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის გამართავს კულინარიულ მასტერკლასს.


10:30 –  სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების: “რეგიონალური განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა II”  და  „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისათვის“ ერთობლივი ღონისძიება.


11:30 – სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება  FAO-ს კვლევის შედეგების  პრეზენტაცია ფერმერთა ინფორმირებულობასთან დაკავშირებით. კვლევის ძირითადი კომპონენტებია: როგორია ფერმერების ინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ;  გენდერული საკითხები; საკომუნიკაციო არხები – მედიასაშუალებების პოპულარობა ფერმერებს შორის. საკონტაქტო პირი 599 468 999.


12:00 – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით TAV Georgia ქართულ ამერიკული სკოლის მოსწავლეებს სპეციალურ ექსკურსიაზე ეპატიჟება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები აეროპორტს ესტუმრებიან.


15:00 –  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე: “ძალის გადამეტების პრობლემა პოლიციაში – ინსტიტუციური, საკანონმდებლო და სოციალური ფაქტორები”. ადგილი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი