ახალი ამბები

ქუთაისში გუმათჰესების კასკადი იწვის

6 დეკემბერი, 2017 • 5049
ქუთაისში გუმათჰესების კასკადი იწვის

ქუთაისში გუმათჰესების კასკადი იწვის, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გუმათჰესის ტერიტორიაზე არის ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ამ წუთისთვის [18:00] მეხანძრე–მაშველები ხანძრის ლოკალიზებისთვის მუშაობენ.

სააგენტოს ცნობით, ცეცხლი სავარაუდოდ ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 5 ჯგუფი და 30–მდე მეხანძრე. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

 

Posted by Tornike Turabelidze on Wednesday, 6 December 2017

მასალების გადაბეჭდვის წესი