ახალი ამბები

მარგველაშვილი: ეს საზოგადოება არის სისხლით ხორცამდე ევროპული

19 ივლისი, 2013 • • 1231
მარგველაშვილი: ეს საზოგადოება არის სისხლით ხორცამდე ევროპული

 ამ საკითხზე მარგველაშვილმა “კავკასიის” ეთერში ისაუბრა:

 

“როდესაც ჩვენზე საუბარი არის, რომ რაღაცნაირად ეს საზოგადოება თურმე არ არის ადეკვატური, თურმე არ არის ევროპული… ეს საზოგადოება არის სისხლით ხორცამდე ევროპული, იმ ღირებულებების მატარებელი, უბრალოდ, მომეცი მე შესაძლებლობა, ეს ღირებულებები ჩემებურად ჩამოვაყალიბო. ქართველების ტოლერანტულობა – როდესაც დაგისვამენ კითხვის ნიშანს, რომ შენ ტოლერანტული ქვეყანა ხარ თუ არა, ცოტა შემაძრწწუნებელია იმიტომ, რომ, მე მგონი, ყველაზე მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს გამოციდლება ებრაული დიასპორის არსებობისა, მე მგონი, დღიდან ამ ქვეყნის შექმნის, ხომ? ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არ იყო რელიგიური დევნა და ამ დროს უბრალოდ უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი თავის ენაზე ჩამოაყალიბოს და თქვას. ამ თვალსაზრისით მე საერთოდ ვერ ვხედავ  სირთულეებს და პრობლემებს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები კანონმორჩილებიც არიან.

 

მარგველაშვილმა კავკასიის ეთერში საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობასა და იმ რეალობაზეც ისაუბრა, რომელიც, მისი აზრით, 27 ოქტომბრის შემდეგ უნდა შეიქმნას:

 

“ამ ახალმა საპრეზიდენტო ინსტიტუმა, პირველ რიგში, მოქალაქეს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ გააქტიურდეს. ავტორიტარზმმა უთხრა თითოეულ მოქალაქეს, იმისთვის, რომ შენ იყო წარმატებული, ან ხელისუფლებასთან დაახლოვდი, ან სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ან პოლიტიკურ მეინსტრიმთან იყავი ახლოს და შენ იქნები წარმატებული. რას ნიშნავს ის ახალი ვითარება, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ და რაშიც მე ვხედავ ამ ახალი ინსტიტუტის ერთ–ერთ მთავარ მოწოდებას? მე შენ კი არ გეუბნები, რომ მე დამემორჩილე და ამით იქნები წარმატებული, მე გეუბნები, რომ შენ თავისთავად უნდა იყო წარმატებული., როგორც მოქალაქე, როგორც ჟურნალისტი და როგორც ბიზნესმენი. მე კი უნდა მოვახერხო და პრობლემური თემები ჩამოგაშორო იმისთვის, რომ შენ ბოლომდე გაიხსნა”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი