ახალი ამბები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში “ღირსების მანიფესტაციას” მართავს

6 დეკემბერი, 2017 • 2089
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში “ღირსების მანიფესტაციას” მართავს

რუსთაველის მეტროსთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. როგორც მისი წარმომადგენელმა, ზაალ უდუმავილმა განაცხადა, აქციას მშვიდობიანი სახე ექნება, ხოლო მსვლელობა კანცელარიამდე გაგრძელდება.

ჟურნალისტებთან საუბარში უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ მიხეილ საააკაშვილის დაკავება ქვეყნის ღირსებას ლახავს.

“ეს არის ღირსების მანიფესტი, ღირსების დიახ, რადგან თითოეული ჩვენგანის ღირსების საქმეა, ხმამაღლა გამოვეხმაუროთ იმ მოვლენებს, რაც დღეს კიევში მოხდა. და ასევე შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ოლიგარქიული მმართველობა მალე დასრულდება” – განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 5 დეკემბერს დააკავეს კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თუმცა მისმა მხარდამჭერებმა სპეცრაზმს არ მისცა იმ მანქანის ადგილიდან დაძვრის საშუალება, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა. რამდენიმე საათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ სააკაშვილი გაათავისუფლეს მანქანიდან. უკრაინის საგამოძიებო უწყებები მას დღეს ელოდებიან დასაკითხად, თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

უკრანის საგამოძიებო უწყებების ცნობით, სააკაშვილს ბრალად ედება კრემლისტური და პრორუსული ძალების, კერძოდ, უკრაინის ყოფილი ხელისუფლების – ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვიდან დაფინანსების მიღება აქციებისთვის, რომლის მიზანი იყო ხელისუფლების დამხობა უკრაინაში. სააკაშვილი ამ ბრალდებებს ფაბრიკაციას უწოდებს. კიევში, რადას შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს და გაათიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი