ქართველი სტუდენტი Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის

სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა ლომთაძე Facebook-ის სათავო ოფისში გაივლის სტაჟირებას. ამის შესახებ ინფორმაციას სან დიეგოს უნივერსიტეტი ავრცელებს. ლუკა ლომთაძე გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლობს. ის  Facebook-მა 250 000 სტუდენტიდან შეარჩია და იმ 300 სტუდენტს შორის მოხვდა, ვინც ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად.  ლუკა ლომთაძე კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“,-აცხადებს ლუკა ლომთაძე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.