ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს სამთო კურორტებზე სეზონი 10 დეკემბერს იხსნება – რა დაგიჯდებათ დასვენება

6 დეკემბერი, 2017 • 3657
საქართველოს სამთო კურორტებზე სეზონი 10 დეკემბერს იხსნება – რა დაგიჯდებათ დასვენება

საქართველოს სამთო კურორტებზე სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება. სასტუმროებსა და გესთჰაუსებში ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. ნეტგაზეთი და „სოლვა“ გთავაზობთ სამ სამთო კურორტზე დასვენების პირობებსა და დროის სასიამოვნოდ გატარების გზებს.

სასრიალო აღჭურვილობა

პირველი, რაც სამთო კურორტზე დაგვჭრიდება, ეს სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობაა. მაღაზია “მაგელანში” ტრასაზე სრიალისთვის საჭირო – თხილამური, ბათინკი, სათხილამურო ჯოხები, სათვალე, ჩაფხუტი, შარვალი და ქურთუკი – 1700-2500 ლარი ღირს.

ხოლო, სნოუბორდი, სნოუბორდის სამაგრი, ბათინკი, ჩანთა, შარვალი, ქურთუკი, სათვალე და  ჩაფხუტი – 2400-3000 ლარი დაგიჯდებათ.  

მაღაზია “იქსტრიმში” ტრასისთვის საჭირო იგივე ეკიპირება – 1400-1900 ლარი ღირს, ხოლო სნოუბორდი, სნოუბორდის სამაგრი, ბათინკი, ჩანთა, შარვალი, ქურთუკი, სათვალე, ჩაფხუტი – 1800-2500 ლარი.  

არსებობს უფრო ძვირადღირებული აღჭურვილობაც. ორივე შემთხვევაში ფასები დამოკიდებულია ინვენტარის ხარისხსა და მწარმოებელზე.

[blue_box]გუდაური[/blue_box]

საქართველოს სამთო კურორტებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა –  (2190-2200მ) გუდაური მდებარეობს. კურორტი ალპურ ზონაშია გაშენებული. შესაბამისად, კურორტზე არ გვხვდება ხე-მცენარეები, რაც უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა. კურორტი გუდაური ოფიციალურად 1988 წელს გაიხსნა. დიდი ხნის განმავლობაში კურორტის ადგილას ძველი ფოსტის შენობა იყო აშენებული, რომელიც სამხედრო გზაზე – რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალი მგზავრებისთვის თავშესაფრის ფუნქციას ატარებდა.

გუდაური ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის იდეალური ადგილია. კურორტი პოპულარობით სარგებლობს სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულებს შორისაც, რადგან აქ თოვლის საფარის სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს.

ფოტო: Juozas Šalna

მანძილი: თბილისიდან – 120 კმ
მგზავრობის ღირებულება სამარშრუტო მიკროავტობუსით – 10 ლარი.
ორადგილიანი ნომერი სასტუმრო “გუდაური რეზიდენსში” – 850 ლარი.
გუდაურიდან 10-15 კილომეტრის რადიუსში გესთჰაუსში ოთახს 350 ლარად იქირავებთ.
(ფასი მოცემულია 10-17დეკემბრის პერიოდისთვის)

მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, გუდაურში 30-მდე სასტუმრო და გესთჰაუსია. გარდა ამისა, კურორტზე არის 8 აპარტოტელი. გუდაურის სამხედრო გზაზე ორი დიდი რესტორანია, ხოლო უშუალოდ მთაზე დიდი და მცირე ზომის 20 კაფე-ბარი ფუნქციონირებს. ასევე, კურორტზე არსებულ მცირე ზომის 30-მდე ჯიხურში შეიძლება შეიძინოთ როგორც ალკოჰოლური, ისე უალკოჰოლო სასმელები და საკვები.

[yellow_box]ბაკურიანი[/yellow_box]

ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტია საქართველოში. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანში უნიკალური ჰავაა, რადგან  კურორტი  ფიჭვნარითა და ნაძვნარით არის გარშემორტყმული, ისტორიული წყაროების მიხედვით, გასული საუკუნის 30-იან წლებში ბაკურიანში უკვე ფუნქციონირებდა სათხილამურო ბაზა და საბავშვო სანატორიუმები.

დღეს ბაკურიანში მოქმედებს სხვადასხვა სირთულის 12 კეთილმოწყობილი სათხილამურო ტრასა. ტრასები გათვლილია როგორც პროფესიონალ მოთხილამურეებზე, ასევე დამწყებებზე.

ფოტო: მთის კურორტების განვითარების სააგენტო

მანძილი: თბილისიდან – 180 კმ.
მგზავრობის ღირებულება სამარშრუტო მიკროავტობუსით – 7 ლარი.
ორადგილიანი ოთახი სასტუმრო “არტ ვილა ბაკურიანში” – 560 ლარი.
(ფასი მოცემულია 10-17დეკემბრის პერიოდისთვის)

მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ბაკურიანში დაახლოებით 250 სასტუმრო და გესთჰაუსია. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს 35 ერთეული კაფე-რესტორანი, სადაც დრო სასიამოვნოდ შეიძლება გაატაროთ.

მესტია

სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ადგილი მესტიაა. მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს. სვანეთის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი –  უშგული კი ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრზეა. გარდა უშგულისა,  მესტიაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ახალი სამთო-სათხლამურო კურორტები – ჰაწვალი და თეთნდულდი.

თეთნულდი სწრაფად ვითარდება – გეგმის მიხედვით, თეთნულდის სათხილამურო ტრასა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. სათხილამურო პერიოდი თეთნულდზე 6-7 თვე გრძელდება.

ფოტო: გოგა ჩანადირი

მანძილი: თბილისიდან – 455 კმ.
მგზავრობის ღირებულება სამარშრუტო მიკროავტობუსით – 40 ლარი.
ორადგილიანი ოთახი გესთჰაუსში “ავრორა” – 500 ლარი.
(ფასი მოცემულია 10-17დეკემბრის პერიოდისთვის)

მესტიაში დაახლოებით 150 სასტუმრო და გესთჰუსია, ასევე მუშაობს 30-მდე კაფე-ბარი. თითო-თითო კაფე არის უშგულსა და ჰაწვალზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება.

გაატარეთ ზამთრის დღეები საქართველოს მთის კურორტებზე სასიამოვნოდ, ხოლო თუ თანხა გაკლდებათ, მიმართეთ „სოლვას“. სოლვა-ში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 3000 ლარამდე ონლაინ სამომხმარებლო სესხი სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ხელფასის ცნობის, გირავნობის დამადასტურებელი მოწმობის ან რაიმე სხვა დოკუმენტის გარეშე.

Solva-ს სერვისით სარგებლობა შეუძლია 20 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სოლვას ქოლცენტრში. ტელ.: +995 322 50 00 22, მოგვწერეთ Facebook-ზე: www.facebook.com/SolvaGeo, ან ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.solva.ge

Solva.ge საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჯგუფი, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს ონლაინ სესხებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი