ახალი ამბები

პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში საქართველოდან

5 დეკემბერი, 2017 • 5075
პირველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ძალოსნობაში საქართველოდან

21 წლის ძალოსანი ანასტასია ჰოტფრიდი საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონია.

“მან ატაცში სამიდან ორი მისვლა გამოყენა, 116 და 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. აკვრაში სამივე მისვლა გამოიყენა და 145 კილოგრამით მეორე ადგილზე გავიდა. ორჭიდის ჯამში კი 265 კილოგრამი დააგროვა და თავის უშუალო კონკურენტს მთელი 10 კილოთ აჯობა”, – იუწყება საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია.

აღსანიშნავია, რომ ანასტასია პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონია ძალოსნობაში, ასევე იგი პირველი მსოფლიოს ჩემპიონია 90 კილოგრამ კატეგორიაში.

ანასტასია ჰოტფრიდი შუაში © EPA-EFE/MIKE NELSON

ანასტასია ჰოტფრიდი © EPA-EFE/MIKE NELSON

ანასტასია ჰოტფრიდი © EPA-EFE/MIKE NELSON

ანასტასია ჰოტფრიდი © EPA-EFE/MIKE NELSON

მასალების გადაბეჭდვის წესი