ახალი ამბები

არსენ ავაკოვი: სააკაშვილი ვალდებულია დაემორჩილოს კანონს

5 დეკემბერი, 2017 • 1695
არსენ ავაკოვი: სააკაშვილი ვალდებულია დაემორჩილოს კანონს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს კანონის დამორჩილებისკენ მოუწოდა, ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.

ნებისმიერ კონფლიქტს გადაჭრის მხოლოდ ერთი კანონიერი გზა აქვს – სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება, მომხდარს გადაწყვეტა არ ექნება. სააკაშვილი ვალდებულია დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს, გაიაროს კანონიერი პროცედურა და უპასუხოს ბრალდებებს, ნაცვლად სისხლისა და შეჯახების პროვოცირებისა,”- დაწერა ავაკოვმა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს, 5 დეკემბერს, დილით დააკავეს. სპეცრაზმმა სააკაშვილი მისი საცხოვებელი სახლის სახურავიდან ჩამოიყვანა და ავტომობილში ჩასვა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მანქანის ბლოკირების პროცესი დაიწყეს, რის გამოც ავტომობილმა ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.

გენერალური პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ შენობაში, სადაც ცხოვრობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართავდა.

ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერების აქციაც გაიმართა. აქციის შედეგად მიხეილ სააკაშვილი მისი მხარდამჭერების მიერ ბლოკირებული სპეცრაზმის მიკროავტობუსიდან ცალ ხელზე დადებული ხელბორკილით გადმოვიდა და მოუწოდა მათ, რადასთან გადანაცვლებულიყვნენ.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილის უკრაინის უმაღლეს რადასთან იმყოფება, სადაც ის და მისი მხარდამჭერები პრეზიდენტ პოროშენკოსა და მისი გუნდის გადადგომას ითხოვენ.

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციას “კიევპოსტი” ავრცელებს, რომლის მიხედვით, სააკაშვილი დააკავეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც კრიმინალური ჯგუფის წევრების დახმარებასა და მათი კრიმინალური საქმიანობის დაფარვას გულისხმობს. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ამ მუხლის დარღვევა 3-დან – 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი