ახალი ამბები

სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები რადასკენ მიემართებიან

5 დეკემბერი, 2017 • 1438
სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები რადასკენ მიემართებიან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მხარდაჭერებთან ერთად, რადას შენობისკენ მიემართება, სადაც ისინი პოროშენკოსა და მისი გუნდის გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან მიმართვის დროს გააკეთა.

“დღეს პოროშენკომ სცადა ჩემი დაკავბა. ის მოლაპარაკებაშია პუტინთან და ქართველ ოლიგარქთან და ცდილობს ჩემს დაკავებას. ჩემი, როგორც პუტინის მთავარი მტრისა და უკრაინაში კორუფციის მთავარ მებრძოლის. ჩვენ არ უნდა დავრთოთ მას ამის ნება. მე თავს დავდებ უკრაინისთვის და მისი თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა გათავისუფლეს ოლიგარქებისგან. ხალხი პოროშენკოს მხარს აღარ უჭერს, პოლიცია და არმია ჩვენს მხარესააა. ” – განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს პარლამენტთან შეკრებისა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნისკენ.

“მე თქვენი მოვალე ვარ ჩემი თავისუფლებისთვისა და სიცოცხლისთვის. ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით. მე მოგიწოდებთ, რომ ახლა დავიძრათ პარლამენტისკენ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ და ჩვენ შევძლებთ ვაიძულოთ, რომ გადადგეს პოროშენკო და მისი ჯგუფი. ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი