ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა 6 დეკემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს

5 დეკემბერი, 2017 • 2698
ნაციონალური მოძრაობა 6 დეკემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის” – ახადებს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია და უკრაინაში სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს აანონსებს.

დღეს, 5 დეკემბერს უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრიმინალური ჯგუფის წევრების დახმარებისა და მათი კრიმინალური საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, უკრაინის გენპროკურორის განცადებით,  მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით კიევში გამართულ საპროტესტო აქციებს ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჯგუფი ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს ხელით აფინანსებდა.

ნიკა მელიას განცხადებით, სააკაშვილის დაკავება ივანიშვილის და პოროშენკოს შორის შეთანხმებაა.

“მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების  შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე და სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადადის  მოქმედების საგანგებო რეჟიმზე  და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის და მოუწოდებს საქართველოს ყველა პატრიოტს, უკლებლივ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში”

მასალების გადაბეჭდვის წესი