ახალი ამბები

სააკაშვილი დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარების ბრალდებით დააკავეს – კიევპოსტი

5 დეკემბერი, 2017 • 1430
სააკაშვილი დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარების ბრალდებით დააკავეს – კიევპოსტი

უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად დღეს, 5 დეკემბერს, კიევში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი იმ სახლში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცხოვრობდა.

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციას “კიევპოსტი” ავრცელებს, რომლის მიხედვით, სააკაშვილი დააკავეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც კრიმინალური ჯგუფის წევრების დახმარებასა და მათი კრიმინალური საქმიანობის დაფარვას გულისხმობს.

“გამომძიებლებმა სააკაშვილს მისი ადვოკატის თანდასწრებით უთხრეს, რომ ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში,” – განაცხადა პრესსამსახურმა და დაამატა, რომ გამოძიება სააკაშვილს დაკითხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი