ახალი ამბები

უგულავა: სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე ივანიშვილის რეჟიმია პასუხისმგებელი

5 დეკემბერი, 2017 • 4963
უგულავა: სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე ივანიშვილის რეჟიმია პასუხისმგებელი

“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის, გიგი უგულავას თქმით, სააკაშვილის უკრაინაში დაკავება იმ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2013 წლიდან წამოიწყო და დღემდე აგრძელებს. უგულავას თქმით, უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრების ეპოქა. “ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, კიევში განვითარებულ პოლიტიკურ დევნაზე პასუხისგმებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება:

,,თავი ამ ყველაფრის არის ის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკშვილის მიმართ.

ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდა ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში ხდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ კიევში, პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, პოკლიტიკურ დევნაზე სწორედ
ივანიშვილის რეჟიმზეა,’’- ამბობს უგულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი