ახალი ამბები

ტიმოშენკო – საქართველოს ექსპრეზიდენტს გვერდით უნდა დავუდგეთ

5 დეკემბერი, 2017 • 2369
ტიმოშენკო – საქართველოს ექსპრეზიდენტს გვერდით უნდა დავუდგეთ

იულია ტიმოშენკოს განცხადებით, თბილისის დროით 14:00 საათზე უკრაინის რადაში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები უნდა მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ახსნა-განმარტების მისაცემად. რ2-ის ცნობით, ტიმოშენკომ ამის შესახებ უკრიანის რადაში გამოსვლისას განაცხადა.

ტიმოშენკომ ნეგატიურად შეაფასა დღეს კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლში განვითარბეული მოვლენები. მისი თქმით, სააკაშვილთან არ უშვებდნენ ადვოკატებს, დეპუტატებს და საქართველოს ექსპრეზიდენტი აიძულეს, რომ სახურავზე ასულიყო.

“ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს. არავის აქვს უფლება, რომ მთელი ცივილიზებული სმაყაროს წინაშე განახორციელოს პოლიტიკური ტერორი. არ გვაქვს უფლება გვქონდეს ასეთი სახე. ამიტომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს მოვუწოდებ, რომ გააკეთონ ახსნა-განმარტება და შევაჩეროთ ის მოვლენები, რაც დღეს ხდება. უკრაინას არ აქვს უფლება, თავი შეირცხივნოს მსოფლიოს წინაშე”, – განაცხადა ტიმოშენკომ.

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. სპეცრაზმმა სააკაშვილი მისი საცხოვებელი სახლის სახურავიდან ჩამოიყვანა და ავტომობილში ჩასვა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მანქანის ბლოკირების პროცესი დაიწყეს, რის გამოც მანქანამ ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.

ამჟამად, 13:30 საათზე, ავტომობილი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, პოლიციის განყოფილებამდე მისვლას კვლავ ვერ ახერხებს. ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება.

გენერალური პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ შენობაში, სადაც ცხოვრობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი