ახალი ამბები

საყვარელიძე: უკრაინაში სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული

5 დეკემბერი, 2017 • 2700
საყვარელიძე: უკრაინაში სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული

კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან, სპეცრაზმია მობილიზებული. ინფორმაციას ამის თაობაზე დავით საყვარელიძე ავრცელებს.

იგი ავრცელებს ვიდეომასალას, რომელიც არის პირდაპირი ტრანსლაცია და ასახავს სააკაშვილის სახლთან ამ დროისთვის არსებულ ვითარებას. ვიდეოში ჩანს, რომ სადარბაზოში დგას სპეცრაზმი, ასევე, იქ იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერები.

გთავაზობთ ამ ვიდეომასალას:
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მის დაპატიმრებას აპირებს.

სააკაშვილის სახლთან კიევში მხარდამჭერების და ოპოზიციის წევრების მისვლისკენ მოუწოდებს დავით საყვარელიძე.

“დღეს დილიდან მიხეილ სააკაშვილის სახლთან მოვიდა სპეცრაზმი, ისინი ყველგან არიან, გადაკეტილია ქუჩა. სპეცრაზმმა უკანონოდ, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე შეამტვრია კარი. ახლა სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, ნახევარი საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს. არ ვიცით, იქ რა ჩადეს, იქ ხალხს არ უშვებენ,” – აცხადებს დავით საყვარელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი