ახალი ამბები

რა მიმართულებით იმუშავებს უწყებათაშორისი ჯგუფი სკოლებში ძალადობის აღმოსაფხვრელად

4 დეკემბერი, 2017 • 1396
რა მიმართულებით იმუშავებს უწყებათაშორისი ჯგუფი სკოლებში ძალადობის აღმოსაფხვრელად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:

  • პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება; ასევე, მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოირდინირებული მოქმედება;
  • ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია;
  • გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძლადობის წინააღმდეგ;
  • ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და საკონსულტაციო სერვისების უზრუნველყოფაზე. დაინერგება კონფლიქტების პრევენცია-მართვისა და მედიაციის პროგრამები;
  • 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი.

ქვეყნის ყველა სკოლის დასაფარად პროცესში ჩართული იქნებიან როგორც პროფესიონალები, ისე უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე გუშინ, 3 დეკემბერს შეთანხმდნენ განათლებისა და შს მინისტრები. 1 დეკემბერს 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლე მოკლეს, მკვლელობაში ბრალდებულები ასევე სკოლის მოსწავლეები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი