ახალი ამბები

ანონსი – 4 დეკემბერი

4 დეკემბერი, 2017 • 2061
ანონსი – 4 დეკემბერი
  • წარმოგიდგენთ 4 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

4-5 დეკემბერს, გორში, უშიშროების საბჭოს აპარატი სტრატეგიული დისკუსიის საერთაშორისო შეხვედრას მართავს. ორდღიან ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. საკონტაქტო პირი: გიორგი ახალკაცი – 599210801.

09:00 საათზე, „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ – საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციის გახსნა. ადგილი: თბილისი, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი.

09:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართება შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებსა და ღონისძიებებზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიზნესსექტორის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები-ენტომოლოგები დაესწრებიან. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გახსნის.

10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” საქართველოს სახალხო დამცველი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენციას გამართავს თემაზე – „ბიზნესი და ადამიანის უფლებები“.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ცესკოს წინააღმდეგ ,,საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ 18 წევრის სარჩელის განხილვას. აღნიშნულ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ყველა ის პირი, რომლებიც 2016 წლის თებერვლის მდგომარებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო. საკონტაქტო პირი: ნონა ქურდოვანიძე – 577070511.

11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ხუციშვილი ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდება. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, A კორპუსი, ოთახი N307.

11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით, ბუკლეტების გავრცელება – დეპუტატები, მოხალისეები ავრცელებენ ბუკლეტებს – „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები“. ადგილი: რუსთაველის გამზირი, მაჟორიტარული ოლქები.

12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდება. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, A კორპუსი, ოთახი N307.

12:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება – იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

12:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ივან ბრაიოვიჩს შეხვდება. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის, ივან ბრაიოვიჩის ერთობლივი განაცხადება პრესისთვის. თბილისი, პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, II სართული, (ბიუროს ოთახის წინ).

14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდებიან. მისამართი: თბილისი, ცქიტიშვილის N11.

15:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელის მოწერის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც გულისხმობს საქართველოში ტექნოლოგების სფეროს განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს. უნივერსიტეტში ასევე გაიხსნება “ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი”, რომელიც გულისხმობს სასწავლო ცენტრს, ისრაელის ტექნოლოგიურ პროექტებში დასაქმების და ახალი პროექტების განვითარების ხელშეწყობას. მისამართი: „სილიკონ ველი თბილისი“, ბაგები, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82.

15:00 საათზე, “ფაბრიკაში” საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი კონკურს “მე-ომბუდსმენის” და ფოტო-კონკურს „(უ)თანასწორობა ჩვენ გარშემო“გამარჯვებულებს დააჯილდოებენ.

15:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელის მოწერის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც გულისხმობს საქართველოში ტექნოლოგების სფეროს განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს. უნივერსიტეტში ასევე გაიხსნება “ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი”, რომელიც გულისხმობს სასწავლო ცენტრს, ისრაელის ტექნოლოგიურ პროექტებში დასაქმების და ახალი პროექტების განვითარების ხელშეწყობას მისამართი: „სილიკონ ველი თბილისი“, ბაგები, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82

15:20 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, დორის ლოტჰარდისს შეხვდება. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

16:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზუმის გახსნას დაესწრება, რომელიც ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს. მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის ქუჩა N17.

16:00 საათზე, ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში – იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: სასტუმრო „ბეტსი“ (მაყაშვილის 34/36, დიდი საკონფერენციო ოთახი).

16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება – იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

16:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება. სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია სახლ-მუზეუმში 2017 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. მისამართი: ჩახრუხაძის ქუჩა #17.

17:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

18:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდება. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, A კორპუსი, ოთახი N307.

18:00 საათზე, მწერალთა სახლში მთარგმნელისა და ლიტერატორის გივი შაჰნაზარის შემოქმედებით საღამო გაიმართება. საღამოზე გივი შაჰნაზარი წაიკითხავს თარგმანებს და გვიამბობს თარგმნის საკუთარ გამოცდილებაზე, ასევე, ისაუბრებს მის მიერ თარგმნილ ავტორებსა და წიგნებზე. საკონტაქტო პირი: ლელა შუბითიძე – 599486241.

20:00 საათზე, არასრულწლოვნების მკვლელობასთან დაკავშირებით, 51-ე საჯარო სკოლასთან ახალგაზრდები შეიკრიბებიან და მდუმარე აქციას გამართავენ. როგორც სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეები წერენ, რაც მათ მეგობრებს შეემთხვა და რაც ქვეყანაში ხდება, არის უდიდესი ტკივილის და შიშის შეგრძნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი