ახალი ამბები

“კიბეების ქვეშ ათენებდა” – გორის თეატრის სკვერში კაცის ცხედარი იპოვეს

3 დეკემბერი, 2017 • 5571
“კიბეების ქვეშ ათენებდა” – გორის თეატრის სკვერში კაცის ცხედარი იპოვეს

2 დეკემბერს, გამთენიისას, გორის თეატრის სკვერში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თეატრის შენობის გვერდით მცხოვრებლებმა განუცხადეს, რომ გარდაცვლილს საკუთარი სახლი აღარ ჰქონდა და სკვერთან, კიბეების ქვეშ ათენებდა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ყინვის შედეგად დაღუპულიყო აღნიშნული პირი, შსს-ში განგვიცხადეს, რომ მიზეზების დასადგენად გამოძიება და ექსპერტიზა მიდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გორის მერიასა და გამგეობაში განგვიცხადეს, რომ კაცის შესახებ, რომელიც თეატრის სკვერის გვერდით ღამეებს ატარებდა, მათთვის არავის უცნობებია. მათი განცხადებით, გორის მერიას ყველა უსახლკარო ადამიანი აღრიცხული ჰყავდა: “მერიასაც და გამგეობასაც ჰქონდა “ქირავნობის პროგრამა”, სადაც ყველა უსახლკარო იყო ჩართული, თუმცა ეს კაცი იქ არ ფიქსირდება.”

გორის  შს სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გორის თეატრი. ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი