ახალი ამბები

ცოლის ცემის ბრალდებით სიღნაღში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

3 დეკემბერი, 2017 • 2639
ცოლის ცემის ბრალდებით სიღნაღში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცოლს – 1986 წელს დაბადებულ ე.კ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს ცნობით, დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, წნორში დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი