ახალი ამბები

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი არასრულწლოვანი გარდაიცვალა

2 დეკემბერი, 2017 • 2321
ხორავას ქუჩაზე დაჭრილი არასრულწლოვანი გარდაიცვალა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაჭრილი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჟურნალისტებთან კომენტარი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ გააკეთა და მოზარდის გარდაცვალების მიზეზი განმარტა.

“განვითარდა ე.წ “დევეეს”  სინდრომი, რაც ნიშნავს სისხლის შედედების ფაქტორების განლევას. ოპერაციის შემდგომაც იყო გააქტიურებული ეს სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების სისტემის დარღვევა, როცა სისხლი ვერ დედდება და არის მასიური დინება. იყო მასიური სისხლდენა. მინდა გითხრათ, რომ ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. საბოლოოდ ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა,”-განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.

გუშინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს, დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება  სსკ-ს 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი