ახალი ამბები

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების შესაძლო შევიწროებით შეშფოთებულები არიან

1 დეკემბერი, 2017 • 2121
PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების შესაძლო შევიწროებით შეშფოთებულები არიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები, კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) და ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) აფგან მუხთარლის საქმით დაინტერესნენ და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში PACE-ს წევრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები არიან, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი შეშფოთება.

ამასთან, განაცხადების მიხედვით, აფგან მუთხარლის გატაცების კონტექსტში თანამომხსენებლები განსაკუთრებულად არიან შეშფოთებული საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და თავშესაფრის მაძიებლების შესაძლო შევიწროების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ვრცელდება. თანამომხსენებლების განცხადებით, საუბარია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები აწუხებდნენ საქართველოში.

“საქართველოს აქამდე სამართლიანად ჰქონდა რეპუტაცია, რომ ის იყო უსაფრთხო სამოთხე სხვა ქვეყნების იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც სამშობლოში შეხედულებების გამო დევნის ეშინიათ. ამიტომ ხელისუფლებამ სრულად უნდა გამოიძიოს ეს ბრალდებები და დაუყოვნებლივ შეაჩეროს აზერბაიჯანის მოქალაქეების შევიწროება საქართველოში”, – აცხადებენ თანამომხსენებლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი