ახალი ამბები

მინისტრი – ორსულობის პერიოდში სქესის მშობლებისთვის არგამხელა მნიშვნელოვანია

1 დეკემბერი, 2017 • 5285
მინისტრი – ორსულობის პერიოდში სქესის მშობლებისთვის არგამხელა მნიშვნელოვანია

ჯანდაცვლის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში ბოლო წელიწადნახევარში აბორტების რაოდენობა შემცირდა. სელექციური აბორტების თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს რეკომენდაციით მიმართვას, რომ მშობლებს დაბადებამდე არ გაუმხილონ ბავშვის სქესი.

“აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში მკვეთრად არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება ე.წ სელქციური აბორტების საკითხს, ეს ხდება ირიბი მაჩვენებლების დათვლით, დემოგრაფიულად რამდენი უნდა ყოფილიყო თანაფარდობა ქალასა და ვაჟს შორის და რამდენი გვაქვს რეალურად. ოღონდ ეს ირიბი ინდიკატორია და მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ, სამწუხაროდ, ერთეულ შემთხვევებში ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე. რაც უბრალოდ მიუღებელია. რეკომენდაციის დონეზე, ჩვენ ამას დიდი ხანია რეკომენდაციას ვუწევთ. ერთეულები ამას იცავენ. სამწუხაროდ, უმეტესობა ამას არ იცავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიდგომა ორსულთან ყველასგან იყოს დაცული,”-განაცხადა დავით სერგეენკომ.

სელექციური აბორტი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას ჰქვია. 2017 წლის მაისში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც აბორტის აკრძალვას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს განცხადება დავით სერგეენკომ სასტუმრო “რედისონში” 17 ნოემბერს, დედათა და ახალშობილთა სტრატეგიის ანგარიშის წარადგენის დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი