ახალი ამბები

შს მინისტრი ეჭვობს, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეებმა საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს

1 დეკემბერი, 2017 • 2322
შს მინისტრი ეჭვობს, რომ სპეცოპერაციაში მონაწილეებმა საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთეს

შინაგან საქმეთა მინისტმა გიორგი გახარიამ ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, შესაძლოა შეტაკებაში მონაწილე პირებმა არალეგალურად გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი.

“ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა და, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ეს ყველა დეტალი გამოკვლეული იქნება. შესაბამისად, გექნებათ ყველა კითხვაზე პასუხი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი თემა. ვფიქრობ ბევრი კითხვა იყო და ბევრ კითხვას ეპასუხა და ახლა გამოძიება ძალზედ აქტიურ ფაზაშია შესული,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • 21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე.
  • თითქმის 20 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი და ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული 3 პირი.
  • სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ.. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი