ახალი ამბები

დღეს სპეცოპერაცის საქმეზე სუს-ში პრესკონფერენცია გაიმართება – კელი

1 დეკემბერი, 2017 • 1651
დღეს სპეცოპერაცის საქმეზე სუს-ში პრესკონფერენცია გაიმართება – კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის თქმით, ამერიკულ მხარეს აქვს კითხვები სპეცოპერაციის საქმეზე და დიდი ინტერესით აკვირდებიან გამოძიებას, რომელშიც FBI-ის ექსპერტებიც ეხმარებიან ქართულ მხარეს.

ელჩს აინტერესებს, თუ როგორ შემოვიდნენ ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული პირები საქართველოში. იან კელის ინფორმაციით, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. მისი თქმით, ამერიკული მხარეც ინტერესით ელოდება ამას.

“რაც შეეხება სპეცოპერაციის საქმის გამოძიებაში ჩვენს მონაწილეობას, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით ჩამოვიდნენ FBI-ის ექსპერტები და ეხმარებიან ქართულ მხარეს გამოძიების პროცესში.

კითხვას შს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულმა პირებმა არალეგალურად გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, ჯერ არ გავცნობივარ. რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს პირები საქართველოში, რადგან ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ამიტომ ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდებით გამოძიების პროცესს,” – ამბოს იან კელი.

თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ქრონიკა:

  • 2017 წლის 21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე.
  • თითქმის 20 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი და ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული 3 პირი.
  • სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული ინიციალებით ს.დ. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.
  • სუს-მა პირველ დეკემბერს დაადასტურა, რომ მოკლულთა შორის სტამბულის აეროპირტში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ახმედ ჩატაევია, რომელმაც სპეცოპერაციის ბოლოს თავი აიფეთქა.
  • გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აფეთქებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა არაერთი ბინა; ისნის გამგეობამ და მერიამ ოჯახები დროებით სასტუმროებში გადაიყვანა. მათი ბინების აღდგენა/რემონტამდე ისინი ქირით იცხოვრებენ, რომელსაც სახელმწიფო გადაიხდის. სუსი, ისნის გამგეობა და თბილისის მერია მათ მხარდაჭერას ჰპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი